უსაფრთხოების ტექნიკის მითითებები

წაიკითხეთ და შეასრულეთ ყველა მითითება. მოცემული მითითებების დაუცველობა საზომი ინსტრუმენტების გამოყენებისას იწვევს დამცავი მექანიზმების დაზიანებას, რომელიც ინტეგირებულია საზომ ინსტრუმენტში. გთხოვთ, საიმედოდ დაიცავით ეს მითითებები.
- საზომი ინსტრუმენტის შეკეთება ნებადართულია მხოლოდ კვალიფიცირებული პერსონალისთვის და მხოლოდ ორიგინალური სათადარიგო ნაწილების გამოყენებით. ამგვარად უზრუნველყობთ საზომი ერთეული უსაფრთხოებას.
- საზომი ინსტრუმენტით ფეთქებად გარემოში არ იმუშავოთ, აალებად სითხეებთან, აირებთან და მტვერთან ახლოს. საზომ ინსტრუმენტს შეუძლია წარმოქმნას ნაპერწკლები, რომელთაგან შეიძლება აალდეს მტვერი ან ორთქლი.
- არ გადააკეთოთ და არ გახსნათ ბატარეა. ამასთან ჩნდება მოკლე ჩართვის საფრთხე.
- აკუმულატორის დაზიანების და არასწორი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოიყოს ორთქლი. აკუმულატორი შეიძლება აინთოს ან აფეთქდეს. დარწმუნდით, რომ ადგილი კარგად ნიავდება და მიმართეთ ექიმს, თუ განიცდით რაიმე გვერდით მოვლენებს.ორთქლმა შესაძლოა გაგიღიზიანოთ სასუნთქი სისტემა.
- არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ან თუ აკუმულატორი დაზიანებულია, აკუმულატორიდან შეიძლება გადმოიქცეს აალებადი სითხე. ამ სითხესთან კონტაქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ შემთხვევით მოხდა კონტაქტი, ჩამოიბანეთ წყლით. თუ სითხე თვალში მოგხვდათ, საჭიროა დამატებითი სამედიცინო დახმარება. აკუმულატორიდან დაღვრილმა სითხემ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან დამწვრობა.
- აკუმულატორი შეიძლება დაზიანდეს წვეტიანი ობიექტებით, მაგალითად, ლურსმნებით ან ხრახნისებით ან გარედან მიყენებული ძალით. შეიძლება მოხვდეს შიდა მოკლე შერთვა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს აკუმულატორის გადაწვა, ბოლი, აფეთქება და გადახურება.
- როდესაც აკუმულატორი არ გამოიყენება, შეინახეთ იგი ქაღალდის სამაგრებისგან, მონეტებისგან, გასაღებებისგან, ლურსმნებისგან, ხრახნებისგან ან სხვა პატარა ლითონის საგნებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ერთი კონტაქტის მეორესთან დაკავშირება. მოკლე შერთვამ აკუმულატორის კონტაქტებს შორის შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ან ხანძარი.
- გამოიყენეთ მხოლოთ აკუმულატორი მწარმოებლის პროდუქტებით. ეს არის მხოლოდ ერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ დაიცვათ აკუმულატორი სახიფათო გადატვირთვისგან.
- დამუხტეთ აკუმულატორები მხოლოდ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დასამუხტი მოწყობილობებით. დასამუხტი მოწყობილობა, რომელიც შესაბამისია ერთი ტიპის აკუმულატორისთვის შესაძლოა გამოიწვიოს ხანძრის რისკი, როდესაც გამოიყენება სხვა აკუმულატორთან.
დაიცავით აკუმულატორი გადახურებისგან, მაგ.: მზის სხივების მუდმივი ზემოქმედებისგან, ცეცხლისგან, ჭუჭყისგან, წყლისგან და სინესტისგან. არსებობს აფეთქების და მოკლე ჩართვის საფრთხე.
| არ მიიტანოთ მაგნიტი იმპლანტებთან ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებთან ახლოს, მაგ.: კარდიო სტიმულატორები ან ინსულინის ტუმბო. მაგნიტი ქმნის ველს, რომელიც შესაძლოა ნეგატიურად მოქმედებდეს იმპლანტის ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტის მუშაობაზე. |
- საზომი ინსტრუმენტი გეჭიროთ მაგნიტური მონაცემების მატარებლებიდან და მოწყობილობებიდან შორს, რომლებიც მგრძნობიარეები არიან მაგნიტური ველის მიმართ. მაგნიტების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მონაცემების აღუდგენელი დაკარგვა.
- ფრთხილად მოეპყარით საზომ ხელსაწყოს როდესაც მოხსნილია დამცავი თავსახური. საზომ ხელსაწყოს გაუფრთხილებელი მოპყრობამ, როდესაც მოხსნილია დამცავი თავსახური შეიძლება გამოიწვიოს ტრავმები.
- გაზომვის მნიშვნელობები შეიძლება განსხვავდებოდეს ფაქტიური მნიშვნელობებისგან. გარემოს ფაქტორებს (მაგ.: მტვერი ან ორთქლი გასაზომ მონაკვეთზე), ტემპერატურის ვარდნებს (მაგ.: სითბური ვენტილატორების მუშაობის შედეგად), და ასევე გასაზომი ზედაპირების ხარისხს და მდგომარეობას (არათანაბარი სინესტე) შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ გაზომვის შედეგებზე.
- დაიცავით საზომი ხელსაწყოები, განსაკუთრებით ჰაერის სინესტის და ტემპერატურის სენსორი, სინესტის, მტვრის და ჭუჭყის მოხვედრისგან. სინესტის და ტემპერატურის დაბინძურებული სენსორი იწვევს გაზომვის შედეგების დამახინჯებას.
