ტექნიკური მომსახურება და გაწმენდა

ყოველთვის გამოყენების წინ შეამოწმეთ საზომი ხელსაწყო. აშკარა დაზიანების არსებობის შემთხვევაში ან დაუმაგრებელი დეტალების შემთხვევაში, საზომი ხელსაწყოს საიმედო მუშაობა არ არის გარანტირებული.

აუცილებლად შეინახეთ და განახორციელეთ საზომი ხელსაწყოს ტრანსპორტირება შესაბამის კონტეინერში, მაგ.: ორიგინალური გარსაცმით.

საზომი ხელსაწყო გააგზავნეთ შესაკეთებლად, დამცავ გარსაცმში.

საზომი ხელსაწყო ყოველთვის სუფთა უნდა იყოს.

არასოდეს ჩაძიროთ საზომი ხელსაწყო წყალში ან სხვა სითხეში.

გაწმინდეთ ჭუჭყი მშრალი და რბილი ქსოვილით. არ გამოიყენოთ საწმენდი საშუალებები ან გამხსნელები. საზომი ხელსაწყოს გამოყენების წინ დაელოდეთ საზომი ხელსაწყოს (3) გაშრობას.

თუ საზომი ხელსაწყო (3) გაცვეთილია ან ძალიან ჭუჭყიამი, მიმართეთ ავტორიზებულ მომსახურების ცენტრს Bosch.

არ დააწებოთ არავითარი ნაკლეიკა საზომ ბუნიკებს.

ჰაერის ტენიანობის და ტემპერატურის სენსორი (4) შეგიძლიათ გაწმინდოთ რბილი ქსოვილით.

საკუთარი კონსტრუქციის წყალობით ტენიანობის სენსორი მგრძნობიარეა გამხსნელზე, წებოზე და პლასტიკურ ფაქტორებზე. მსგავსი ნივთიერებების ხანგრძლივ ზემოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ჰაერის ტენიანობის გაზომვის არაკორექტული მონაცემები.

არ შეინახოღ საზომი ხელსაწყო პარკში, მისი ანაორთქლი აზიანებს ჰაერის ტენიანობის და ტემპერატურის სენსორს (4). არ დააწებოთ არავითარი ნაკლეიკა საზომი ხელსაწყოს სენსორის სიახლოვეს.

არ შეინახოთ საზომი ხელსაწყო თუ ტენიანობა არ იქნება 30-დან 50 %-მდე დიაპაზონში, ხანგრძლივი დროით. თუ საზომი ხელსაწყო ინახება ძალიან ტენიან ან მშრალ ადგილას, ექსპლუატაციაში შეყვანისას შეიძლება შეცდომების წარმოქმნა.