ჰაერის ტენიანობის და ტემპერატურის გაზომვა
როდესაც საზომი ხელსაწყო ჩართულია, ჰაერის ტენიანობა (a) და გარემოს ტემპერატურა (b) უწყვეტად იზომება ჰაერის ტენიანობის და ტემპერატურის სენსორით (4).
- გაზომვის დროს საზომი ხელსაწყო ტანთან და ახლოს მდგარ ადამიანებთან ახლოს არ გეჭიროთ. ტანის სითბომ ან ამონასუნთქმა ჰაერმა შეიძლება დაამახინჯონ გაზომვის შედეგები.
თუ გასაზომი მნიშვნელობა იცვლება, როდესაც საზომი ხელსაწყო არ გადაადგილდება და არ არის ორპირი ქარი, ეს ნიშნავს, რომ ტენიანობის და ტემპერატურის სენსორი (4) ჯერ კიდევ ადაპტირდება გარემო პირობებთან. დაელოდეთ, სანამ გასაზომი მნიშვნელობა არ შეწყვეტს ციმციმს.
საჭიროების შემთხვევაში აკლიმატიზაციის პროცესი შეგიძლიათ დააჩქაროთ, ოდნავ გადაადგილეთ საზომი ხელსაწყო წინ და უკან.