მასალის ტენიანობის გაზომვა
მუშაობის რეჟიმში <Pin> მუშაობის რეჟიმში ტენიანობის შემცველობა განისაზღვრება გასაზომი ობიექტის ელექტრული გამტარობით (წინააღობის გაზომვა).
მუშაობის რეჟიმში <Pad> საზომი ხელსაწყო გამოსცემს ელექტრომაგნიტურ სიგნალს. ამ სიგნალის ცვლილება გასაზომი ობიექტის მასალისა და მასში შემავალი წყლის გავლენის ქვეშ გამოიყენება ტენიანობის განსაზღვრისთვის (ტევადობის გაზომვა).
- გაზომვის ოპტიმალური შედეგების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გასაზომი ობიექტისთვის არჩეულია სწორი მასალა. მასალები განსხვავდება გამტარობითა და სიმკვრივით, ასევე ელექტრომაგნიტური სიგნალის გადაცემის თვისებებით.
სხვადასხვა მერქანის და სამშენებლო მასალის მახასიათებლების მნიშვნელობები ჩაწერილია საზომი ხელსაწყოს მეხსიერებაში. პარამეტრებში იხ. მენიუს მიმოხილვა შეგიძლიათ შეიყვანოთ არსებული მასალა რჩეულებში, სტანდარტულ ეკრანზე სწრაფი არჩევისთვის.
თუ დაყენებულია მუშაობის რეჟიმი <Pad>, მითითებული მასალების გარდა, შეგიძლიათ აირჩიოთ <Reference mode> რჩეულის მეშვეობით იხ. გაზომვები საცნობარო მნიშვნელობით (მუშაობის რეჟიმი <Pad>).
- მიმდინარე არჩეული მასალა გამოისახება მასალის ინდიკატორზე (f).
- დააჭირეთ ღილაკს
ზევიდან, რათა გადაერთოთ რჩეულებიდან სხვა მასალაზე.
- მასალის ინდიკატორის ნათელი ფონი (f) მიუთითებს, რომ მასალის არჩევანი შეგიძლიათ შეცვალოთ.
- დააჭირეთ ღილაკებს
მარჯვნივ ან მარცხნივ, სანამ არ გამოისახება საჭირო მასალა.
მასალის ინდიკატორის ნათელი ფონი (f) ქრება:
ღილაკზე დაჭერის შემდეგ ან ბოლო დაჭერიდან რამოდენიმე წამის შემდეგ ან გაზომვის ჩართვის შემდეგ.
ყოველი შენახული მასალისთვის შეგიძლიათ მიუთითოთ ზღვრული მნიშვნელობა, რომლის გადამეტებისას გასაზომი მნიშვნელობა გამოისახება ინდიკატორზე (j) როგორც ძალიან მაღალი (წითლად) ან შესაბამისი (მწვანედ).
მაქსიმალური ზღვრული მნიშვნელობა, რომელიც შეგიძლიათ დააყენოთ, დამოკიდებულია მასალაზე:
მასალა | ზღვრული მნიშვნელობების დიაპაზონი |
|---|---|
ყველა მერქნული მასალა | 0 % … 30 % |
<Gas concrete> | 0 % … 30 % |
<Brick>, <Drywall>, <Gypsum>, <Concrete filler>, <Concrete screed>, <Anhydrite screed>, <Cement screed>, <Cement mortar>, <Lime mortar> | 0 % … 10 % |
- შესაბამისი ზღვრული მნიშვნელობები ამ მომენტში არჩეული მასალისთვის (f) გამოისახება ზღვრული მნიშვნელობის ინდიკატორზე (g).
- დააჭირეთ ღილაკს
ქვევიდან, რათა შეცვალოთ ზღვრული მნიშვნელობა.
- ზღვრული მნიშვნელობის ინდიკატორის ნათელი ფონი (g) მიუთითებს, რომ ზღვრული მნიშვნელობა შეგიძლიათ შეცვალოტ.
- დააჭირეთ ღილაკებს
მარჯვნივ ან მარცხნივ, სანამ არ გამოისახება საჭირო მნიშვნელობა. ხანგრძლივი დაჭერისას მნიშვნელობა შეიცვლება სწრაფი ბიჯით.
- ზღვრული მნიშვნელობა ინახება მიმდინარე მასალისთვის და რჩება ხელმისაწვდომი მასალის შეცვლის შემდეგაც კი.
ზღვრული მნიშვნელობის ინდიკატორის ნათელი ფონი (g) ქრება:
ღილაკზე დაჭერის შემდეგ ან ბოლო დაჭერიდან რამოდენიმე წამის შემდეგ ან გაზომვის ჩართვის შემდეგ.
ზოგადი ინფორმაცია:
- თუ გასაზომი ობიექტი დასველდა გარედან (მაგ.: წვიმით ან კონდენსანტით), ეს გავლენას ახდენს გაზომვის შედეგებზე. მასალის ტენიანობის გასაზომად, აირჩიეთ მშრალი მხარე ან, თუ საჭიროა, გააშრეთ გასაზომი ობიექტი.
- გაყინული მასალის გაზომვა შეუძლებელია.
- მერქნის მონაკვეთი, რომელზეც ტარდება გაზომვა, დაუმუშავებელი უნდა იყოს, ნაოჭების, ჭუჭყის, ფისის, ნალპობის და სხვა დეფექტის გარეშე, ვინაიდან ეს მოქმედებს გაზომვის შედეგზე.
- ხის ტენიანობის გაზომვისას უკეთესია გააპოთ ნიმუში გაზომვის წინ.
- სამშენებლო მასალის მონაკვეთი, რომელზეც სრულდება გაზომვა, უნდა იყოს ჭუჭყისგან გასუფთავებული. განსაკუთრებით მარილებს ზედაპირზე შეუძლიათ გაზომვის შედეგის დამახინჯება.
მუშაობის რეჟიმი <Pin>:
- გაზომვის სიზუსტე მაქსიმალური იქნება, თუ გასაზომი ობიექტის ტემპერატურა შეესაბამება გარემოს ტემპერატურას. საჭიროების შემთხვევაში დაელოდეთ გასაზომი ობიექტის აკლიმატიზაციას.
მუშაობის რეჟიმი <Pad>:
- არ შეიძლება ობიექტის გაზომვა, რომელიც უკვე გადამწოდის რეგიონშია (17).
- არ დადოთ ბრტყელი საზომი ობიექტები სადგამებზე, სხვაგვარად სადგამის მნიშვნელობები დაამახინჯებს გაზომვის შედეგს და შეამცირებს გაზომვის სიზუსტეს.
მაგალითი : ხის 20 მმ სისქის დაფის გაზომვა, რომელიც დევს მაგიდაზე. გაზომვის 30 მმ სიღრმის პირობებში გაზომვის დიაპაზონი შედგება 20 მმ ხის დაფისგან და 10 მმ მაგიდისგან; მაგიდის მნიშვნელობა ზემოქმედებას ახდენს გაზომვის შედეგზე. თუ გაზომვის დროს ხის დაფა გეჭირებათ ჰაერში, გაიზომება მხოლოდ ხის დაფის 20 მმ.
გაზომვებისთვის (3) საზომი წვერების მეშვეობით, საჭიროა აირჩიოთ მუშაობის რეჟიმი <Pin>.
- გაზომვამდე დარწმუნდით, რომ საზომი წვერები სუფთა და მშრალია. საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდეთ ქსოვილის ხელსახოცით.
- ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების შემდეგ, გაზომვის დაწყებამდე საზომი ხელსაწყო უნდა შეყოვნდეს ტემპერატურის გათანაბრებამდე.
- მოხსენით დამცავი თავსახური (1) საზომ წვერებს და მიახრახნეთ ის საზომი ხელსაწყოს ქვედა ბოლოს.
- დააჭირეთ ღილაკს
, მუშაობის რეჟიმიდან <Pad> გადასართავად მუშაობის რეჟიმზე <Pin>.
- მუშაობის რეჟიმის ინდიკატორზე (c) აისახება <Pin>.
- დარწმუნდით, რომ ინდიკატორზე (f) არჩეულია სწორი მასალა.
- ჩასვით საზომი ბუნიკები (3) გასაზომ ობიექტში. გაზომვის ოპტიმალური შედეგები მიიღწევა, თუ საზომი ბუნიკები ჩასმულია გასაზომ ობიექტში 4−5 მმ (ჭდევანამდე).
- ძალა არ იხმაროთ საზომი ბუნიკების გასაზომ ობიექტში ჩასასმელად. არ ჩაარჭოთ საზომი ხელსაწყო გასაზომ საგნებში. საზომი ხელსაწყო შეიძლება დაზიანდეს.
- საჭიროების შემთხვევაში ჩასვით საზომი ბუნიკები (3) გასაზომ ობიექტში მარცხნივ-მარჯვნივ მოძრაობით.
- გასაზომი მნიშვნელობის ინდიკატორზე (j) გამოჩნდება მასალის გასაზომი ტენიანობა.
თუ გასაზომი მნიშვნელობა ზღვრულ მნიშვნელობაზე მცირეა ან ტოლია, ის გამოისახება მწვანედ. თუ გასაზომი მნიშვნელობა აღემატება ზღვრულ მნიშვნელობას, ის გამოისახება წითლად.
- გაზომვის დასრულებისას, (1) საზომ წვერებს ჩამოაცვით (3)დამცავი ხუფი.
გაზომვებისთვის, გადამწოდის არეში (17) საჭიროა აირჩიოთ მუშაობის რეჟიმი <Pad>.
- დააჭირეთ ღილაკს
, მუშაობის რეჟიმიდან <Pin> გადასართავად მუშაობის რეჟიმზე <Pad>.
- მუშაობის რეჟიმის ინდიკატორზე (c) აისახერბა <Pad>.
- დარწმუნდით, რომ ინდიკატორზე (f) არჩეულია სწორი მასალა.
- მიაწექით საზომ ხელსაწყოს სენსორის სრულ ფართობზე (17) გასაზომ ობიექტზე.
- გასაზომი მნიშვნელობის ინდიკატორზე (j) გამოჩნდება მასალის გასაზომი ტენიანობა.
თუ გასაზომი მნიშვნელობა ზღვრულ მნიშვნელობაზე მცირეა ან ტოლია, ის გამოისახება მწვანედ. თუ გასაზომი მნიშვნელობა აღემატება ზღვრულ მნიშვნელობას, ის გამოისახება წითლად.
- დააჭირეთ ღილაკს
შუაში, რათა შეინახოთ მიმდინარე გასაზომი მნიშვნელობა. - შენახული გაზომილი მნიშვნელობა (i) გამოჩნდება მიმდინარე გასაზომ მნიშვნელობაზე.
შეიძლება არა უმეტეს ორი გასაზომი მნიშვნელობის შენახვა. ყოველი შემდგომი გაზომვისას შენახულები წაიშლება უფრო ადრე, ვიდრე შენახული მნიშვნელობები.
შენახული მნიშვნელობები ასევე შეგიძლიათ წაშალოთ ხელით
ღილაკზე დაჭერით (ჯერ წაიშლება ბოლო მნიშვნელობა).
მასალის შეცვლისა და საზომი ხელსაწყოს გამორთვისას, ორივე შენახული მნიშვნელობა წაიშლება.
გაზომვას <Reference mode> რეჟიმში შეუძლია დახმარება, მაგალითად, თუ საზომი ობიექტის მასალა უცნობია ან უნდა შეფასდეს, ზედაპირის მონაკვეთები უფრო ნესტიანი ან მშრალი ხომ არ არის, იგივე ზედაპირის სხვა მონაკვეთებთან შედარებით.
საყრდენი მნიშვნელობით რეჟიმში ეკრანზე არ გამოისახება გაზომილი მნიშვნელობა (j), გაზომვის შედეგი გამოისახება ინდიკაციის ველში ზღვრული მნიშვნელობის ნიშნულით (h).
ზღვრული მნიშვნელობა არ განისაზღვრება ციფრული მნიშვნელობის სახით, არამედ საყრდენი მნიშვნელობის დახმარებით. მაგალითად, ამ მიზნისთვის შეიძლება საიმედოდ გაშრობილი კედლის მონაკვეთის ან უცნობი ჯიშის მშრალი ხის ნაჭრის გაზომვა.
- გაზომვებისთვის საცნობარო მნიშვნელობით, საჭიროა აირჩიოთ მუშაობის რეჟიმი <Pad>.
- საცნობარო მნიშვნელობით რეჟიმის ჩასართავად დააჭირეთ ღილაკს
ზევიდან და აირჩიეთ <Reference mode> მასალის მაგივრად რჩეულიდან. - ეკრანზე გამოჩნდება <Set reference> ციმციმა სამკუთხედის გვერდით.
- დააჭირეთ ღილაკს
შუაში, რათა დაადასტუროთ არჩეული რეჟიმი საცნობარო მნიშვნელობით რეჟიმი. - მიაჭირეთ საზომი ხელსაწყო გადამწოდის მთელი მონაკვეთით (17) მასალას, რომელიც მაგალითი იქნება შემდეგი გაზომვებისას.
- საცნობარო მაგალითის ტენიანობის მნიშვნელობა ინახება ზღვრული მნიშვნელობის სახით. საცნობარო მნიშვნელობის შენახვა დასტურდება ეკრანზე.
ყველა შემდგომი გაზომვისას მარკირების პოზიცია ზღვრული მნიშვნელობის სენსორის ველზე (h) აჩვენებს, რამდენად მშრალია ან ნესტიანია მიმდინარე საზომი ობიექტი საყრდენ ობიექტთან შედარებით.
- ახალი საყრდენი მნიშვნელობის განსაზღვრისთვის დააჭირეთ ღილაკს
შუაში ან დააჭირეთ ღილაკს
. - შემდეგ მიყევით მითითებებს დისპლეიზე.
- საყრდენი მნიშვნელობით დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს
ზევიდან, რათა დააყენოთ სხვა მასალა.
საყრდენი მნიშვნელობა არ ინახება.
გაზომვის ზოგადი მითითებები:
- ყოველთვის შეასრულეთ გაზომვა რამოდენიმე წერტილში. სინესტე შეიძლება განაწილდეს გასაზომ ობიექტში არათანაბრად.
- გასაზომი ხელსაწყო მოქმედების პრინციპის მიერ განსაზღვრავს ტენიანობას მხოლოდ მიახლოვებით, განსაკუთრებით, სამშენებლო მასალაში. გაზომვის მაღალი სიზუსტის მნიშვნელობების საჭიროების შემთხვევაში, გაზომვები უნდა განხორციელდეს კალციუმის კარბიდის მეთოდით ან ღუმელში გაშრობის მეთოდით.
გაზომვები მუშაობის რეჟიმში <Pin>:
- ტემპერატურის ან ტენიანობის წყარო, რომელსაც შეუძლია გაზომვის შედეგის დამახინჯება შორს გეჭიროთ (მაგ.: ხელები), შორს საზომი წვერებიდან (3).
- გაზომვა ტარდება მხოლოდ იმ მონაკვეთში, სადაც საზომი წვერები (3) ეხება გასაზომ ობიექტს. უფრო ღრმა ტენი არ ექვემდებარება გაზომვას. გაზომვის შედეგებზე შეიძლება იმოქმედოს საზომი წვერების შეყვანის სხვადასხვა სიღრმემ.
გაზომვები მუშაობის რეჟიმში <Pad>:
- მიაჭირეთ საზომი ხელსაწყო გადამწოდის სრული ფართობით (17) გასაზომ ობიექტზე მაქსიმალურად თანაბრად.
- გაზომვა სრულდება გადამწოდის რეგიონის ქვეშ (17) გაზომვის მაქსიმალურ სიღრმემდე. საზომი ხელსაწყო ითვლის გამოსახულ გასაზომ მნიშვნელობას (j) სხვადასხვა მნიშვნელობებიდან, მოცემული გასაზომი დიაპაზონიდან. გასაზომი ობიექტის შრეს, რომელიც უფრო ახლოსაა საზომ ხელსაწყოსთან, აქვს უფრო მეტი წონა გასაზომ მნიშვნელობაში, ვიდრე უფრო ღრმა შრეს.
- ხელები ან სხვა საგნები შორს გეჭიროთ გაზომვის დროს გადამწოდის არისგან (17), რათა არ მოახდინოთ ზემოქმედება გაზომვის შედეგზე.
- ლითონებს ან ელექტრულ ველებს საზომ ხელსაწყოში შეუძლიათ გაზომვის შედეგების დამახინჯება.
სამშენებლო მასალებში / საძრიკვლებში გაზომვა:
- თუ საძირკველი შერეული მასალისაა ან ფხვიერია, უნდა ელოდოთ გაზომვის დიდ ცდომილებას.
- ნაჩვენები მნიშვნელობები საკმარისად დამოკიდებულია გამოყენებად სამშენებლო მასალაზე / მწარმოებელზე და გარემო პირობებზე. ეჭვის შემთხვევაში გაზომეთ საიმედოდ მშრალი მონაკვეთი ან საკმარისად მშრალი ტესტური ნიმუში იმავე მასალისგან.
გაზომვა მერქანში :
- მუშაობის რეჟიმი <Pin>: გაზომეთ მერქანის ბოჭკოების გარდიგარდმო. ბოჭკოების პარალელურად ან წლირუი რგოლების გასწვრივ გაზომვა იწვევს გასაზომი მნიშვნელობების ზრდას.
- შეასრულეთ გაზომვა მინიმუმ 5 სმ მანძილზე ჭრის კიდიდან და არ შეასრულოთ გაზომვა ნაოჭებზე. კიდეებზე და ნაოჭებზე მერქანი შრება განსაკუთრებით სწრაფად.
- არ გაზომოთ მერქნის შიდა მხარეზე. მასზედ წვიმისგან ან ნამისგან შეიძლება წყალი დაგროვდეს, რაც იწვევს ტენიანობის დონის მომატებას.
- მერქნის ერთ და იმავე ნაჭერში ტნიანობა ცენტრში შეიძლება განსხვავდებოდეს ქერქისკენ ტენიანობისგან.
- ხის ტენიანობის გაზომვისას აზრი ავქს გაზომოთ სხლად გაპობილი ხეები სამ წერტილში: 5 სმ მარცხენა და მარჯვენა კიდისგან და კუნძის ცენტრში.
- ვინაიდან ვსაუბრობთ ბუნებრივ მასალებზე, გაზომვისთვის მნიშვნელოვანი მერქანის თვისებები, შეიძლება შეიცვალოს, რაც იწვევს გაზომილი მნიშვნელობების გადახრებს.
- თუ არ იცით მერქანის სახეობა, აირჩიეთ <Construction wood> მასალის ინდიკატორზე (f)ან გადართეთ მუშაობის რეჟიმში <Pad> და შეასრულეთ გაზომვა საცნობარო მნიშვნელობით.