გამოყენების მითითებები

გამოთვლის მაგალითები

მასალის ტენიანობა:

მასალის ტენიანობა განისაზღვრება საზომი ხელსაწყოთი ან შეიძლება გათვლილი იყოს შემდეგი ფორმულით:
მასალის ტენიანობა % = (მასალაში შემავალი წყლის მასა  ∕ მასალის მშრალი მასა) × 100

წყლის შემცველობა მასალაში:

თუ მასალის ტენიანობა ცნობილია, წყლის შემცველობა მასალაში შეიძლება დაითვალოს შემდეგი ფორმულით:
წყლის შემცველობა % = [მასალის ტენიანობა  ∕  (100 + მასალის ტენიანობა)] × 100

მაგალითი 1: მასალის ტენიანობა 100 %

წყლის შემცველობა % = [100  ∕  (100 + 100)] × 100 = 50 %
მასალის ნახევარი შეიცავს წყალს.

მაგალითი 2: მასალის ტენიანობა 50 % 1 კჰ ნესტიან მასალაზე:

წყლის შემცველობა % = [50  ∕  (100 + 50)] × 100 = 33,3 %, შეესაბამება დაახ. 333,3 გ წყალს.
მასალის მშრალი მასა შეადგენს დაახ. 666,6 გ.