ექსპლუატაცია ბატარეებით
- ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის ბატარეებით შესაცვლელად (13) ამოიღეთ ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი (13).
საზომ ხელსაწყოში რეკომენდებულია ტუტე-მანგანუმის ბატარეების გამოყენება.
- ჩასვით ბატარეები.
- ყველა ბატარეა ერთდროულად შეცვალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი მწარმოებლის და ერთნაირი ტევადობის ბატარეები.
- ამავე დროს, უზრუნველყავით პოლიუსების სწორი მიმართულება ბატარეის განყოფილების შიდა მხარეს არსებული სურათის შესაბამისად.
- დააყენეთ ბატარეის განყოფილების თავსახური (15) ფიქსირებამდე.
- იმისთვის, რომ გახსნათ გატარეების განყოფილების თავსახური (15), დააჭირეთ ფიქსატორს (16) და მოხსენით ბატარეების განყოფილების საფარი.
- ამოიღეთ ბატარეები საზომი ხელსაწყოდან, თუ დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენებთ მას. საზომ ხელსაწყოში ხანგრძლივი შენახვის შემთხვევაში შესაძლოა ელემენტის კოროზია.