ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკით ექსპლუატაცია
ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის დაყენება/შეცვლა
- ბატარეების ლითიუმ-იონურ აკუმულატორის ბლოკით შესაცვლელად (13) მოხსენით ბატარეების განყოფილების თავსახური (15) და გამოიღეთ ბატარეები.
- ჩასვით ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი (13) ისე, რომ ფიქსატორი ჩაწკაპუნდეს (14).
- ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის ამოსაღებად (13), დააჭირეთ ფიქსატორს (14) და გამიოღეთ ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი საზომი ინსტრუმენტიდან.
ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის დამუხტვა
- დასამუხტად გამოიყენეთ რეკომენდებული კვების ბლოკი USB ან კვების ბლოკი USB, რომლის გამოსასვლელი ძაბვა და მინიმალური გამოსასვლელი დენი შეესაბამებიან "ტექნიკურ მახასიათებლებში" მითითებულ მოთხოვნებს. ამასთან ერთად დაიცავით USB კვების ბლოკების ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს დებულებები. რეკომენდებული კვების ბლოკი: იხ. «ტექნიკური მახასიათებლები».
- გაითვალისწინეთ ძაბვა ქსელში! კვების წყაროს ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს კვების ბლოკის შტეფსელური ჩანგლით მონაცემებს ქარხნულ ფირფიტაზე.
- დატენეთ აკუმულატორი USB-როზეტის მეშვეობით მხოლოდ გარემოს +10 °C-დან +35 °C-მდე ტემპერატურულ პირობებში. მითითებული ტემპერატურული დიაპაზონის გარეთ დამუხტვამ, შეიძლება გამოიწვიოს აკუმულატორის დაზიანება ან გაზარდოს აალების რისკი.
- გადაზიდვის საერთაშორისო წესების შესაბამისად ლითიუმ-იონური აკუმულატორების მიწოდება ხდება ნაწილობრივად დამუხტულ მდგომარეობაში. აკუმულატორის სრული სიმძლავრის უზრუნველსაყოფად, ბოლომდე დამუხტეთ ის პირველ გამოყენებამდე.
- გახსენით USB Type-C® ბუდის თავსახური (11).
- ჩართეთ USB Type-C® ბუდე USB კაბელის მეშვეობით (18) კვების ბლოკის USB კვეთილით.
- ჩართეთ კვების ბლოკი ქსელში.
მუხტის ინდიკატორის ფერი (12) | მნიშვნელობა |
|---|---|
ყვითელი | ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი იმუხტება. |
მწვანე შუქი | ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი სრულად დამუხტულია. |
წითელი შუქი | დასამუხტი ძაბვის ან დასამუხტი დენის შეუსაბამობა. |
- დამუხტვის დასრულების შემდეგ გამორთეთ USB კაბელი (18).
- დახურეთ ბუდის თავსახური USB Type-C® (11) მტვრის და შხეფებისგან დასაცავად.